ჩვენ შესახებ
„პრესტიჟი“ 1995 წლიდან პარფიუმერიის, თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდების წამყვანი დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში სილამაზის ინდუსტრიის შექმნა და განვითარება დაიწყო.
ჩვენს პორტფოლიოში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდებისა და პროდუქციის ფართო არჩევანი, როგორც სუნამოების, თავის მოვლისა და კოსმეტიკის, ასევე პარაფარმაციული და ნიშა მიმართულება. „პრესტიჟის“ ბრენდების დისტრიბუცია ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, 250-ზე მეტ ობიექტზე, როგორც პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელებში, ასევე აფთიაქებში, სილამაზის სალონებსა და გაყიდვების სხვადასხვა წერტილებში.
ჩვენი მისია
კომპანიის მთავარი მიზანი საქართველოში სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარება და ქართული ბაზრისთვის სიახლეების შეთავაზებაა. 100-მდე პროფესიონალისგან დაკომპლექტებული „პრესტიჟის“ გუნდი მუდმივად იზრდება, ვითარდება და დაწარმატებით მართავს კომპანიის პორტფოლიოს, რომელიც ამჟამად 60-ზე მეტ წამყვან მსოფლიო ბრენდს მოიცავს.
პარტნიორები
გვიხარია, რომ საქართველოში, ინდუსტრიის ისეთი წამყვანი ბრენდები და ჯგუფები, როგორებიცაა: Chanel, Shiseido Group, Puig Group, Coty Group, Pierre Fabre Group, Bogart Group, Mavive Group და სხვა მრავალი, საიმედო პარტნიორად სწორედ „პრესტიჟს“ მოიაზრებენ.
კონკურენციის წინ - პრესტიჟი რიცხვებში
კომპანიის პარტნიორები








