ბეჭდვა ელფოსტა
ისი პარი

აქ არის პარიზი!

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა "ICI PARIS". დიახ, ეს თქვენი "ისი პარია", კომპანია "პრესტიჟის" პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი. ამ ვებ მისამართზე გაეცანით ჩვენს პროდუქციას www.iciparis.ge

"ისი პარის" შესახებ

"ICI PARIS" - (რაც ნიშნავს  "აქ არის პარიზი") ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით "ისი პარის" მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები ოფიციალური დისტრიბუტორის -კომპანია "პრესტიჟის" დახმარებით დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. "ისი პარის" მაღაზიებში 100-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: CHANEL ,YSL, Hermes,  Bvlgari, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, CK სხვა. ცნობილი ბრენდები კომპანია "პრესტიჟთან" ექსკლუზიურად თანამშრომლობენ.

ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება "ისი პარის" ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი - ლაიფსთაილი. არჩევანი თქვენზეა: თუ, მაგალითად, მაინცდამაინც პარფიუმერული სამყაროს სიამაყეს 6000 ლარიან "Bugatti" - ს მოოქროვილ სუნამოს არ შეიძენთ, მაღაზიიდან ხელცარიელი მაინც არ გამოხვალთ  "ისი პარის" ხარისხიანი პროდუქციის მინიმალური ფასი 8 ლარიდან იწყება.
"პრესტიჟი"  გირჩევთ: სუნამოებს მხოლოდ მაღალი ფასებით და მოდური ბრენდების სახელებით ნუ შეარჩევთ, გაითვალისწინეთ ხასიათი, ტემპერამენტი, პროფესია... ზუსტად შერჩეული სუნამო – თქვენი წარმატებული იმიჯია!

ფასდაკლების ბარათები

კომპანია "პრესტიჟი" კლიენტებს სხვადასხვა წამახალისებელი აქციებით უფასებს ერთგულებას. ყოველ წელიწადს იმართება პრიზებიანი "ლაიფსთაილ ფართი", რომელშიც მონაწილეობას "ახალგაზრდული ბარათის" მფლობელები იღებენ. "ახალგაზრდული ბარათის" მფლობელებს სპეციალური ლგოტები აქვთ - მთელი წლის განმავლობაში 10% იანი ფასდაკლება ლაიფსთაილ ბრენდებზე. ბარათი საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც "ისი პარის" ნებისმიერ მაღაზიაში ერთ ჯერზე ლაივსთაილის ბრენდების 50 ლარის პროდუქციას შეიძენს.

"ისი პარის" მაღაზიათა ქსელის ფასდაკლების ბარათების სისტემა:
გთავაზობთ 5%; 10% და 20%-იან ფასდაკლების ბარათებს.

თუ მაღაზიაში ერთ შესვლაზე დახარჯავთ:

200 ლარს -- გადმოგეცემათ 5 %-იანი ფასდაკლების ბარათი.
1000 ლარს -- გადმოგეცემათ 10 %-იანი ფასდაკლების ბარათი.
3000 ლარს  -- გადმოგეცემათ  20 %-იანი ფასდაკლების ბარათი.
"პრესტიჟი" გირჩევთ: ფასდაკლების ბარათებით თქვენს ბიუჯეტს დაზოგავთ!


ჯერ მოსინჯეთ, შემდეგ შეიძინეთ!

კომპანია "პრესტიჟმა" უკვე რამდენიმე წელია დანერგა ევროპაში მიღებული "თავისუფალი მისვლის" სისტემა - "ისი პარის" ნებისმიერ მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ თავად მიხვიდეთ თაროებთან, თავად შეარჩიოთ სასურველი სურნელი, მოსინჯოთ და ამის შემდეგ შეიძინოთ პროდუქცია.


"პრესტიჟის" პრესტიჟული სიახლეა "მინი თრითმენთების" სისტემაც - "ისი პარის" ნებისმიერ მაღაზიაში საშუალება გეძლევათ, პროფესიონალი კონსულტანტის დახმარებით, პროდუქტის შეძენამდე ადგილზე გამოსცადოთ სახისა თუ თვალის კრემები და დეკორატიული კოსმეტიკა.

"პრესტიჟი" გირჩევთ: იდეალური შედეგების მისაღწევად, ზუსტად შეარჩიეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი პროდუქტი და ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი!

ენდეთ პროფესიონალ კონსულტანტებს!

კომპანია "პრესტიჟის" პრიორიტეტია პროფესიონალი კონსულტანტები. "ისი პარის" მაღაზიებში და სილამაზის სალონებში შეხვდებით კონსულტანტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსები. "პრეტსიჟის" თრეინინგ-მენეჯერი ახალ თუ სტაჟიან თანამშრომლებს, უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად ყოველ სიახლეზე სპეციალურ პრეზენტაცია-თრეინინგებს უტარებს.  გამორჩეული თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებლად პარიზში სერთიფიცირებულ კურსებს გადიან.
"პრესტიჟი" გირჩევთ: როცა "ისი პარის" მაღაზიებს ესტუმრებით, თამამად დაუსვით შეკითხვები კონსულტანტებს – მათი რჩევები ზუსტი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ!